ვებდიზაინი


კომპანია ვებზენი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის ვებ გვერდების დაპროექტებასა და დამზადებას. სავიზიტო საიტიდან დაწყებული მსხვილი ინტერნეტ მაღაზიებით, კორპორატიული საიტებით და ვებ პორტალებით დამთავრებული.

მაინც რატომ WEBZEN.GE?

ვებ გვერდების დამზადებისას ჩვენ ვიყენებთ IT-ინდუსტრიის უახლეს ტექნოლოგიებს. ჩვენ ორიენტირებული ვართ უმაღლესი ხარისხის სტანდარტებზე, რაც მიღებულია ამ სფეროში. ვებ-გვერდის დამზადების შემდეგ ყველა პროექტი მოწმდება ტესტირების რეჟიმში და გადის შემოწმებას ხარისხიანობის თვალსაზრისით. ვებ-გვერდის დიზაინი მოგცემთ საშუალებას გამოარჩიოთ თქვენი კომპანია ან მისი სერვისი სხვებისგან... ჩამოაყალიბოთ ან გააძლიეროთ კომპანიის იმიჯი, წარმოაჩინოთ მისი ინდივიდუალურობა. ამასთან ერთად არ უნდა იქნას დავიწყებული, რომ ვებ-გვერდი უნდა მუშაობდეს გამართულად და ასრულებდეს იმ ამოცანებს, რისთვისაც შეიქმნა. სწორედ ამ ასპექტებით ვხელმძღვანელობთ ვებ-გვერდების დამზადების პროცესში.

ფასები:

ძნელია განსაზღვრო პროექტის ფასი დეტალების განხილვის გარეშე. ჩვენი შეფასების სისტემა დაყრდნობილია რამდენიმე კომპონენტზე
   1. პროექტში ჩასართავი შემსრულებლების რაოდენობა
   2. ახალი მოდულების რაოდენობა და სირთულე
   3. არსებული მოდულების მოდიფიკაციის სირთულე
   4. დამკვეთის სპეციფიკური მოთხოვნები
   5. დიზაინის სირთულე
   6. დამკვეთის ბიუჯეტი (ზოგიერთ შემთხვევაში)

თუმცა ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოვერგოთ დამკვეთის მიერ შემოთავაზებულ ბიუჯეტს, თუ იგი ჯდება ლოგიკის ფარგლებში.

ვებ გვერდის დასამზადებლად და დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით